მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 63 კრიტიკულ მდგომარეობაშია

საავადმყოფოს დერეფანი
1602228302
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 63 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ენდელაძის აცხადებს, რომ კრიტიკული პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან, ხოლო 1 ცხინვალიდან არის გადმოყვანილი.

„ამჟამად კრიტიკულად მძიმე გახლავთ 63 პაციენტი. ამ მძიმე პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო 1 ცხინვალიდან. საბედნიეროდ აჭარაში შემცირდა ინფიცირების რაოდენობა, მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ექიმის თქმით, ცენტრში 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი იმყოფება.

მისივე ინფორმაციით, 40-დან 6 მძიმე მდგომარეობაშია.

მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ თბილისში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატება რეგულაციების შეუსრულებლობამ და გაუფრთხილებლობამ განაპირობა.

„მოსახლეობის სიმჭიდროვით, რაოდენობის გათვალისწინებით ყველაზე მეტად საშიში ამჟამად გახლავთ თბილისი“, - დასძინა მარინა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 313, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.