მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან 3 გამოჯანმრთელებულ პაციენტს, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

ლაბორატორია
1587373796
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოდან 3 გამოჯანმრთელებულ პაციენტს სავარაუდოდ დღეს გაწერენ. ამის შესახებ "პირველს" კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

პაციენტების პირველადმა საკონტროლო ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. განმეორებითი ტესტი უკვე გაკეთდა და პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კლინიკაში კოვიდ 19 დიაგნოზით პაციენტთა რაოდენობა არ გაზრდილა და ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში კვლავ 25 პაციენტია მოთავსებული.