მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 19 პაციენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1588321961
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 19 პაციენტი და 1 შესაძლოა შემთხვევაა.

ექიმ თემურ ნადირაძის განცხადებით, მან კლინიკას თვითდინებით ერთ-ერთი რაიონიდან მიმართა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსზე ტესტი დღეს გაუკეთდება.

კლინიკას სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. რამდენიმე პაციენტს კი განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდება.