მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1588100257
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სამივე ე.წ. ვანის კლასტერიდან არიან და კლინიკას 29 აპრილს დატოვებენ.

ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 18 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში მძიმე და კრიტიკული პაციენტები არ ჰყავთ. ქუთაისის ინფექციუ საავადმყოფოში კოვიდ 19 ამ დრომდე 21-მა პაციენტმა დაამარცხა.