მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურს 9 კოვიდინფიცირებული დაემატა

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1597297891
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა.

როგორც PIA.GE-ს კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განუცხადა, ცხრავე პაციენტი ე.წ სვანეთის კლასტერიდანაა.

პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

„9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 4 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები “,-განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 52-მა კი, ვირუსი უკვე დაამარცხა.