მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაჟორიტარი დეპუტატი
1603189678
COVID-19

ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბიუროს ხელმძღვანელის ვარლამ გობეჯიშვილის ინფორმაციით, დიმიტრი მხეიძე სახლში იმყოფება, რადგან, მისი თქმით, საავადმყოფოში არ დაიკავოს ადგილი, რომელიც შესაძლოა უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფს დასჭირდეს.

ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატის ინფიცირების წყარო უცნობია, მიდმინარეობს კონტაქტების დადგენა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი, 15 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 19857 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 8666 გამოჯანმრთელებულია, 158 გარდაცვლილია.