მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ცხელების ცენტრში 12 პაციენტის კორონავირუსზე კვლევის პასუხი უარყოფითია

ნეგატიური პასუხი
1586935825
COVID-19

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან კორონავირუსზე 12 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს. ყველა მათგანი უარყოფითია.

ამის შესახებ ქუთაისის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა არჩილ მუკბანინამა განაცხადა. მუკბანიანის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებას 23 პაციენტმა მიმართა. ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მათგან 5-ს შესაბამის ანალიზს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.