მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის ტესტი
1591942081
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს Covid-19 ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატა. ახაგაზრდა ცოლ-ქმარს ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვს. ისინი კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი მდომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს, ორი კი საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული, რომლებსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ.