მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

დამოუკიდებელი დეპუტატი პარლამენტში
1599657242
COVID-19

პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ინფორმაცია ტელეარხს დეპუტატის მეუღლემ დაუდასტურა. მისი თქმით, კორონავირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა ორი დღის შემდეგ კვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა.

ვიკა ბუკიას განცხადებით, განმეორებითი ტესტის პასუხამდე, ის მეუღლესთან ერთად ორი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ.