მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან რატიანი: რამდენიმე კვირაში COVID-19 ბრძოლას ჩვენი კლინიკა მოიგებს

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კლინიკაში
1588665697
COVID-19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს, აქედან 5 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათ შორის 2 მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში მკურნალობს კოვიდინფიცირებული ორი ორსული, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 6 პაციენტი დატოვებს, ამასთან 10 პაციენტზე გამოჯანმრთელების პასუხს ელოდებიან.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გვყოლია, იმედია ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს", - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 240 გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.