მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: შაბათ-კვირას ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს

მაია ცქიტიშვილი - უნდა განვავითაროთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს
1611309383
COVID-19

„1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე,“- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა შაბათ-კვირის შეზღუდვებზე იმ 5 ქალაქში, სადაც აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება.

„იმის გათვალისწინებით, რომ 5 ქალაქში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას, ყველა ამ ქალაქში, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

❗მაია ცქიტიშვილი: სავაჭრო ობიექტებში ტესტირების პროტოკოლები დადგინდა

❗მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში, ქუთაისში და რუსთავში 1-ლი მარტიდან აღდგება

❗პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება