მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაის-ივნისში შესაძლოა გამოჩნდეს ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს“ - ამირან გამყრელიძე

ncdc-ის დირექტორი
1612636164
COVID-19

„დიდი იმედი მაქვს, მაის-ივნისში გაჩნდება ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებისას მოსახლეობამ არ უნდა იფიქროს, რომ კორონავირუსი დამარცხებულია, რადგან დღიურად ასეულობით ახალი შემთხვევა ცოტა არაა.

„არ დავიჯეროთ, რომ რადგან შეზღუდვები მსუბუქდება, ჩვენ დავამარცხეთ კორონა და ვირუსი აღარ არის. არა, დღევანდელი 600 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია. არ არის 5000, მაგრამ პატარა საქართველოსთვის ბევრია. ამიტომ სლოგანი, ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, კარგა ხანს იქნება. მაგრამ თანაცხოვრება ნიშნავს, რომ პარალელურად ჩვენ ყველა ვემორჩილებით იმ წესებს, რასაც ჯანდაცვის სფერო მოსახლეობას მოუწოდებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, კორონავირუსი მაშინ დამარცხდება, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70% აიცრება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 261 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 252 815 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 269 ადამიანი გარდაიცვალა.