მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 2 პაციენტის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1588056622
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 2 პაციენტის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

"ახალი შემთხვევებიდან ძირითადად ყველა წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისი, მარნეული, თეთრი წყარო. მხოლოდ 2 პაციენტია, რომელთა წყარო ამ ეტაპზე ჯერჯერობით დაუდგენელია და ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 511 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 156 გამოჯანმრთელებულია, 6 გარდაცვლილი.