მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: Covid 19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585205939
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობით, თანარსებული დაავადება რკინა-დეფიციტური მძიმე ანემიის სახით.

გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიას თქმით, სამი მძიმე პაციენტიდან, რომლებზეც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობდნენ, ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

"ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, რამდენიმე დღეა სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა ის სიმძიმის პერიოდი და უკვე გამოსავალი კეთილსაიმედო უნდა იყოს. ხოლო ერთი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონი, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა და თან არსებული დაავადებისა, გამოვლინდა სეფსისიც, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა მძიმეა. მკვეთრი გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ პროგნოზი მაინც სერიოზულია და გამოსავალზე ვერ ვისაუბრებთ. მესამე, ეს არის დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია, ჯერჯერობით ამ პაციენტთან დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს, ვნახოთ დინამიკაში როგორ იქნება", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.