მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: არსებული მონაცემები არ იძლევა იმის საშიშროებას, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის შესახებ განცხადებას აკეთებს. 2020 წ.
1599635668
COVID-19

დღეს 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტრი ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 2700 PCR კვლევა, აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა 25 პირს.

დღეს დადასტურებული 44 შემთხვევიდან:

  • 7 „დონას“ კლასტერი
  • 12 ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევა
  • 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი
  • 2 ეპიდკერაში მოგზაუროის ისტორიის მქონე პირი
  • 5 შემოტანილი შემთხვევა
  • 3 სამედიცინო პერსონალი
  • 3 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მომატებულ შემთხვევებთან ერთად აუცილებლად უნდა დაიცვას საზოგადოებამ რეკომენდაციები, რომლებიც გაცემულია და ასევე უნდა გამკაცრდეს კონტროლი არსებულ რეგულაციებზე.

„ფართომასშტაბიანი იქნება თუ არაფართომასშტაბიანი თავყრილობები, რომლებიც ადამიანების დიდ რიცხვს მოიცავს, უნდა შეიზღუდოს“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

არსებული მონაცემები არ იძლევა იმის საშიშროებას, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.