მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულელი ქალის წყარო, რომელსაც დღეს კოვიდინფექცია დაუდგინდა, უცნობია

კორონავირუსი,2020
1586518077
COVID-19

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ მარადისში კოვიდინფიცირებული ქალის კონტაქტებისა და პირველწყაროს დადგენა მიმდინარეობს.

რწმუნებულის თქმით, ქალს კოვიდინფექცია დღეს დაუდასტურდა.

"მარნეულში სოფელ მარადისში მცხოვრებ ქალბატონს დაუდასტურდა დღეს კორონავირუსი. ამ წუთში დაავადებათა კონტროლი და ყველა შესაბამისი სამსახური იქ არის. ვეძებთ კონტაქტებს და წყაროს. არ არის დიდი სოფელი, დაახლოებით 40 ოჯახია. ასევე პოლიციური დანაყოფიც იქ არის. წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მაგრამ რაც არის გასაკეთებელი ყველაფერი მოხდება ოპერატიულად", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა "მაესტროს" ეთერში.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთლებულია 54 ადამიანი, სამი კი გარდაიცვალა.