COVID-19

მარნეული საკარანტინო ზონად გამოცხადდა

კარანტინი მარნეულში
00:33 23.03
დაკოპირებულია

მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ საკოორდნაციო საბჭოს სხოდმის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა მარნეულის ტერიტორიაზე კორონავირუსის შიდა გადაცემა - ანუ, დაავადდა ქალი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

"დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა - მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს არის ის შემთხვევა, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, რომ როგორც ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, როცა ჩვენმა ეპიდემიოლგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ეს არაფერს არ ნიშნავს. სიტუაცია საკმაოდ რთულია, ეს გახლავთ ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეძახდით გავრცელების ახალ - შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც ვცდილობდით, მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და მზად ვართ კიდეც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განმარტებით, მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს - იზღუდება მარნეულში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილობრივები გადაადგილდებიან პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად. საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს შსს.

პაციენტი საკაცით გადაჰყავთ

117 გარდაცვალების შემთხვევა ბოლო 24 საათ...

იტალიაში ბოლო დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 117 შემთხვევა დ...
22:16 27.05
ზუგდიდის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო...
21:21 27.05
საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფ...
20:45 27.05
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, რომელშ...
20:13 27.05
ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისში მამის...
19:55 27.05
ნინო მიცკევიჩი განათლების მინისტრის მოადგილემ ინოვაციების მი...
განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ევროკომისიის ორგანიზებით კვლევებისა და ინოვაციების მი...
ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა და...
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამ...
სები ლიცენზირების მიღების ვადას ახანგრძლ...
საქართველოს ეროვნული ბანკი უსაფრთხო სამუშაო პროცესის სრულად აღდგენამდე, ლიცენზირ...
ზალკალიანი: რუსეთისგან ცილისმწამებლური დ...
"მაშინ როცა მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება ულოცავდა საქართველოს დამოუკი...