მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის მერი მოსახლეობას: გთხოვთ, როგორც სთხოვდნენ იტალიის ქალაქების მერები

მარნეულის მერი 2020
1585563900
COVID-19

მარნეულის მერი ზაურ დარგალი ადგილობრივ მოსახლეობას თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

დარგალის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობასთან ერთად, ყველა ოჯახს დაეხმარება.

"ყველას დავეხმარებით, ყველა ოჯახს. მე გთხოვთ, როგორც თხოვდნენ იტალიის მერები მოსახლოებას, დარჩით სახლებში, არ დატრიალდეს ის, რაც მოხდა იტალიაში", - განაცხადა ზაურ დარგალმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დაფიქსირდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ორივე მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონად გამოცხადდა.