მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა

ვეტერანი პაციენტი
1586933125
COVID-19

ბრაზილიაში, 99 წლის მამაკაცმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია კორონავირუსი დაამარცხა. ერნანდო არმელინდო პივეტა ბრაზილიაში ყველაზე ასაკოვანი პაციენტი გახდა, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა.

ერნანდო არმელინდო პივეტა საავადმყოფოში 6 აპრილს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მიიღეს, 14-ში კი იგი საავადმყოფოდან გაწერეს. ვეტერანს ფილტვის ვენტილატორი არ დასჭირვებია. ის დამოუკიდებლად ახერხებდა სუნთქვას.

ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა, თუმცა კორონავირუსის საკონტროლო ტესტი ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს.

პივეტა ბრაზილიის სამხედრო ძალებში მსახურობდა, რომელმიც მეორე მსოფლიო ომის დროს ხმელთაშუა ზღვის ბრძოლებში მონაწილეობდა.