მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეზვრიშვილი: სახლის პირობებში შემთხვევების მართვის გეგმა ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად ხორციელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
1600943734
COVID-19

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სახლის პირობებში და საკარანტინო სივრცეებში კოვიდშემთხვევების მართვის შესახებ ისაუბრა.

„რაც შეეხება კლინიკურ მართვას, უკვე შემუშავებულია სახლის პირობებში და საკარანტინო სივრცეებში შემთხვევების მართვის გეგმა და მუშაობს. მაგალითად, საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს უკვე აჭარაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მძიმე შემთხვევების მკურნალობა ხდება საავადმყოფოში, შედარებით მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა ე.წ. „კოვიდ-სასტუმროებში“ და მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა საცხოვრებელ ადგილას, სადაც საამისოდ სათანადო პირობები არსებობს. იქ, სადაც სათანადო პირობები არ არსებობს, ამისთვის არის „კოვიდ-სასტუმროები“. ბუნებრივია ამაზე, ვინ სად განთავსდეს და ვინ სად გააგრძელოს მკურნალობა, შესაბამისი სპეციალისტები იღებენ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება ერთიანი მენეჯმენტით და ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად.

„კლინიკური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება ერთიანი მენეჯმენტით და ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად. ბუნებრივია, კლინიკური მართვის ნაწილში შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები გვქონდეს, რადგან სეზონურ „გრიპებსაც“ ველოდებით, რომელიც შესაძლოა ამ პროცესს წამოეწიოს და ეს სიახლე არაა,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს 24 სექტემბერს კოვიდინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა.