მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო მასშტაბით Covid-19-სგან 9 მლნ ადამიანი განიკურნა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან 9 მლნ ადამიანზე მეტი გამოჯანმრთელდა, 2020 წ.
1595664628
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კოვიდ-19-ის დამარცხება 9 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო. აღნიშნულ მონაცემებს worldometers ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ასევე იზრდება ინფიცირებულ პირთა რაოდენობა. 25 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 16 მლნ-ს უახლოვდება. რაც შეეხება გარდაცვლილებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდვირუსის მსხვერპლი 642 ათასზე მეტი ადამიანი გახდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.