მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.
Worldometers მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 6 034 666-მდე გაიზარდა. ამავე მონაცემების მიხედვით, ვირუსს პანდემიის დაწყებიდან დღემდე 366 896 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, კორონავირუსის დამარცხება 2 661 257 -მა ადამიანმა შეძლო. კოვიდ-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, რუსეთის ფედერაციასა და ბრაზილიაში ფიქსირდება.
ცნობისთვის, კოვიდინფექცია 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა.