COVID-19

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

პროდუქცია მაღაზიაში
10:07 26.03
დაკოპირებულია

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში მოსახლეობისთვის 9 სახის პროდუქტის მიწოდება და მასზე ფასის შენარჩუნება უზრუნველყოფილი იქნება.

"ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდება მნიშვნელოვანი ამოცანაა. ასევე, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის - ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო - შეუფერხებელი მიწოდება და არ მოხდეს აღნიშნულ პროდუქტზე ფასების სპეკულაციური ზრდა.

ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა "პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა". პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო", სსიპ "შემოსავლების სამსახურთან" ერთად", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული. ქვეყანის ორ მუნიციპალიტეტში მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია ამოქმედებული.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული...
19 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში COVID 19-ის ჯამში 21208 შემთხ...
20 წუთის წინ
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე,...
23 წუთის წინ
დღეს, 21 ოქტომბერს პარტია ევროპული საქართველო საავტომობილო აქციას „დაუპიპინე ბიძინას“ მართავს. თბილ...
25 წუთის წინ
აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს. სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტ...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯ...
46 წუთის წინ
ნიგერიაში აქციის მონაწილეები დახოცეს - ლ...
ნიგერიის ქალაქ ლაგოსში პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ათეულობით...
ვლადიმირ ვაისს სლოვაკეთის ნაკრების მწვრთ...
სლოვაკური მედიის ინფორმაციით, მათი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების წარუმატებელი ასპა...
დღეიდან სავალდებულო კარანტინის წესები იც...
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში...