მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იანვრის ბოლომდე მზად ვიქნებით, ვაქცინის პირველი პარტია მივიღოთ“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1610453231
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით,  საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ტექნოლოგიურად უფრო მარტივი იქნება ის ვაქცინა შემოვიდეს, რომელიც რომელსაც ცივი ჯაჭვი სჭირდება ორიდან რვა გრადუსამდე და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი 70-მდე. 

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ვაქცინის შემოტანას და შემდგომ პროცესებს პერსონალის ტრენინგი სჭირდება.

გაბუნია ამბობს, რომ ტექნოლოგიურად უფრო მარტივია ასტრაზენეკას ვაქცინის შემოტანა.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ტექნოლოგიურად ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც ცივი ჯაჭვი სჭირდება ორიდან რვა გრადუსამდე და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი 70-მდე, რაც არის „ფაიზერი“, რომელიც შესაძლებელია, მაგრამ ტექნოლოგიურად უფრო მარტივი იქნება, რა თქმა უნდა, „ასტრაზენეკა“. ამას სჭირდება პერსონალის ტრენინგი. უკვე განსაზღვრულია ის საიტები, სადაც „ფაიზერის“ ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს და ასევე, განსაზღვრულია ის საიტები, სადაც გრძელვადიან პერსპექტივაში და უფრო ფართო გავრცელების პირობებში, ჩვენ შესაძლოა, გავაკეთოთ „ასტრაზენეკა“, - აცხადებს გაბუნია.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დაწესებულება, სადაც მოხდება ვაქცინაცია, უნდა იყოს შესაფერისად აღჭურვილი, რათა მართოს ის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები, რაც ვაქცინაციას თან სდევს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ - ტიკარაძე

✔️ 754 თბილისი, 334 იმერეთი - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში