მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნანა გეგეჭკორი: სავარაუდოდ, კორონავირუსით 2-ჯერ ვიყავი ავად

კარდიოლოგი ამერიკაში
1607025228
COVID-19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი კარდიოლოგის ნანა გეგეჭკორის განცხადებით, კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა. როგორც მან სატელევიზიო ეთერში ჩართვისას აღნიშნა, განმეორებითი ინფიცირების შემთხვევა ბევრად უფრო რთული იყო. 

„პირველად, გაზაფხულზე, როცა მე მქონდა სიმპტომები, ჩემი კლინიკა თანამშრომლების ტესტირებას არ ითვალისწინებდა, ამიტომ დავემორჩილე პროტოკოლს და ტესტი არ გამიკეთებია. მეორე ჯერზე 3 ტესტის პასუხი იყო დადებითი და ნამდვილად ვიცი, რომ კორონავირუსით ვიყავი ინფიცირებული. ძალიან მძიმედ მქონდა ფილტვები დაზიანებული და სულ რაღაც ორი კვირაა სამსახურში დავბრუნდი. ახლა მაქვს ორივე ტიპის ანტისხეული, მწვავეც და ქრონიკულიც, თუმცა ყნოსვა და გემო დღემდე არ მაქვს დაბრუნებული“, - განაცხადა კარდიოლოგმა.

მისი თქმით, ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი დიდია, თუმცა ჯანდაცვის სისტემა გაზაფხულთან შედარებით, ბევრად უფრო კარგად არის მომზადებული და ჰოსპიტალური სექტორი პაციენტებს კარგად მართავს.