მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო ნიჟარაძე: რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიუირი ვითარებაა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი
1605874043
COVID-19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

როგორც ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიუირი ვითარებაა.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რჩება დაძაბული, თუმცა კონტროლს დაქვემდებარებული. სამედიცინო სისტემის მიღმა არცერთი შემთხვევა არ რჩება.

დაავადების მიმდინარეობის გამოხატულების მიხედვით, პაციენტი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, კოვიდსასტუმროში ან სტაციონარში გადის მკურნალობას“, - აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის პრევენციული ღონისძიებები, რაც მიმდინარეობს საკმარისი არ არის.

„უფრო მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობის გამოჩენა გვჭირდება, რაც ძალიან რთულია, ვინაიდან დაავადებიანობა როგორც რეგიონში, ასევე ქალაქში არის ძალიან მაღალი“, - აღნიშნა ნინო ნიშჟარაძემ.

📌 ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა