მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნონა ეფაძე: აჭარის მიკროკლასტერებში შემთხვევები გაიზრდება

აჭარის საზ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1600243226
COVID-19

„აჭარაში მოსალოდნელია, რომ მიკროკლასტერების ირგვლივ შემთხვევების რიცხვი ისევ გაიზარდოს. მთავარია, რომ მოხდეს ყველა წარმოქმნილი კერის ლოკალიზება“, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 15 არასრულწლოვანია, ასევე არიან ორსულები და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები.

ნონა ეფაძის განმარტებით, რეგიონში დადასტურებულ ახალ შემთხვევებს შორის კვების ობიექტს არცერთი უკავშირდება.

ამ დროისთვის აჭარაში 321 პაციენტი მკურნალობს, საკარანტინო სოვრცეებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 158 პაციენტი იმყოფება. რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს 6 კლინიკა ემსახურება.

ინფორმაციისთვის, აჭარაში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან უმრავლესობა ბათუმიდანაა.