მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19-ის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აფხაზეთი კორონავირუსი
1600274899
COVID-19

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-ის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 160 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 30 პირს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

გამოცემის თანახმად, ამჟამად აფხაზეთში კორონავირუსის 756 შემთხვევა დასტურდება, აქედან 198 კი განიკურნა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.