მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19-ის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აფხაზეთი კორონავირუსი
1600183173
COVID-19

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-ის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთში დღეს 172 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.

გუდაუთის საავადმყოფოში სულ 62 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მარტიდან დღემდე ახალი კორონავირუსი 726 პირს დაუდგინდა, 192 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.