მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთი
1595480674
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტი სომხეთის მოქალაქეა, ხოლო მეორე ადგილობრივი.

ინფიცირებული პაციენტები ოკუპირებული სოხუმის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა.