მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 98-მდე გაიზარდა

კორონავირუსის ტესტი
1596303836
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შედეგადაც ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვირუსთან ბრძოლის ე.წ. საგანგებო შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის ინფექციაზე ტესტირება ჯამში 222 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე, გუდაუთას საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 26 პაციენტი მკურნალობს. გარდაცვლილია 2 პაციენტი.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს დადასტურდა.