მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა

გუდაუთას საავადმყოფო
1601442906
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფექციის დიაგნოზით კიდევ 1 პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებით გარდაცვლილს, ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, ის 62 წლის მამაკაცია.

იგი 23 სექტემბერს მოათავსეს გუდაუთის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მწვავე რესპირატორული უკმარისობით, მას ფილტვების ორმხრივი ანთება და სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 11 პაციენტი, ხოლო 493 გამოჯანმრთელდა.