მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გუდაუთას საავადმყოფო
1602959715
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვირუსზე ტესტირება 403 ადამიანს ჩაუტარდა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2796 -ს შეადგენს, 1187 გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია 958 ადამიანს დაუდასტურდა.