მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების რიცხვი გაიზარდა

კორონავირუსი, 2020
1595914838
COVID-19

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვიურსთან ბრძოლის ე.წ. საგანგებო შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსზე კვლევა 70 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 2-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამ დროისთვის ინფიცირებულების კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების ჯამში 57 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 2 პაციენტი.