მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინით აცრას თებერვალში დაიწყებენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა
1608615474
COVID-19

როგორც ცნობილია, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან საბრძოლველად რუსულ ვაქცინას, Sputnik V-ს გამოიყენებენ. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა 9– დან 19 დეკემბრამდე და მან შეხვედრები გამართა რუსეთის მთავრობასთან.

აფხაზეთში რუსული Sputnik V ვაქცინის შეტანა სავარაუდოდ იანვრის ბოლოს - 2021 წლის თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი, ამის შესახებ აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

„ვაქცინაციის პროცესი გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, ვფიქრობ, თებერვალში დაიწყება და ასე შემდეგ, ეტაპობრივად, სანამ ჩვენი სრული საჭიროებები არ დაკმაყოფილდება“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.

აგრეთვე გამოცემის ცნობით, ბჟანიამ მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ინფიცირებულია 7 871 ადამიანი, აქედან 6 003 გამოჯანმრთელდა, ხოლო 102 პაციენტი გარდაიცვალა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 პანდემიის გლობალური სტატისტიკა