მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე 2020
1584182956
COVID-19

"ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, ასე რომ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ",- ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმანძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ქვეყანაში სრული მობილიზაციიაა, ხოლო ის მოქალაქეები, ვინც იტალიიდან დაბრუნდნენ და თვითიზოლაციის წესებს ზუსტად არ იცავენ, პოლიციის დახმარებით კარანტინში გადაჰყავთ.

"პოლიცია უკვე აქტიურად ეხმარება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს და უკვე 10-ზე მეტი ადამიანი, ვინ არღვევდა თვითიზოლაციის წესებს, იძულებით კარანტინში გადაიყვანეს". მოვუწოდებ ყველას დაიცვან თვითიზოლაციის წესები",- აღნიშნა პაატა იმანძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. კარანტინში 418 ადამიანი იმყოფება, ხოლო ექიმების დაკვირვების ქვეშ 58 მოქალაქე რჩება.