მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

ვაქცინა
1616622473
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია. ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. საქართველომ „ფაიზერის“ 29 500 დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებში შემავალ პირებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ არჩევანი გააკეთონ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.

„ფაიზერის“ ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უკვე მიიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შემდეგ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 24 მარტის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 4048 ადამიანია აცრილი.