მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: არ იქნება მარტივი შევეგუოთ პირბადესა და სოციალურ დისტანცირებას, მაგრამ მოგვიწევს

გახარია სხდომაზე
1589193504
COVID-19

"მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. ადაპტაცია უნდა გავიაროთ, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად თანაცხოვრება", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გახარიამ დღეს კოვიდინფექციით მე-11 პაციენტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას მინიმუმ წლის ბოლომდე მაინც მოუწევს კოვიდ-19-თან ერთად თანაცხოვრება.

"ჩვენი ყველას ამოცანაა, ვირუსთან გამკლავება, ყოველთვის ვამბობდი, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით. პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. დიდი მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ კიდევ ერთი დანაკლისი გვაქვს. კიდევ ერთი ადამიანი დავკარგეთ, სამწუხაროდ. 81 წლის ჩვენი მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ჩანს მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. ადაპტაცია უნდა გავიაროთ, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება. არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ყველამ უნდა ვისწავლოთ უსაფრთხოების იმ ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყანა განვითარდეს. შეიქმნას სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი, ახალ სამწუხარო პირობებში, მაგრამ ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა არ იქნება მარტივი, რომ შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, არ იქნება მარტივი შევეგუოთ პირბადეს, დისტანციურ შრომას, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი, რის პირობებშიც ჩვენ შეგვიძლია საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ნელნელა ეტაპობრივად გახსნას. ამისთვის ჩვენ უკვე ვსაუბრობთ როგორც მეზობლებთან, ასევე ორმხრივ ფორმატში ჩვენ ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან, იმისთვის, რომ შევქმნათ უსაფრთხო კორიდორები. ასეა თუ ისე, შედარებით ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი, როგორც მინიმუმ წლის ბოლომდე ჩვენთან ერთად იქნება, მაგრამ არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.