მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას გულისხმობს კლინიკური კონსულტანტი - ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი
1601888501
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის პროცესი კონტროლირებადია, თუმცა მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ რესურსთან და სამთავრობო გუნდის ჩართულობასთან ერთად, მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე კვლავ მნიშვნელოვან ღონისძიებად რჩება სოციალური დისტანცირების დაცვა და პირბადის გამოყენება.

„სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად რჩება. ვთხოვთ ჩვენს მოსახლეობას უფრო მეტად გააქტიურდნენ და მკაცრად დაიცვან წესები. გავუფრთხილდეთ როგორც ჩვენს ისე სხვის ოჯახის წევრებსაც, დავზოგოთ ადამიანური რესურსი და დავიცავთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გავცემთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 3 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით რეანიმაციაში 115 პაციენტია მოთავსებული. ტიკარაძე ამბობს, რომ დამატებითი მექანიზმია ამოქმედებული, რომელიც კლინიკურ კონსულტანტს გულისხმობს.

„ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ჟანგბადდამოკიდებული 23 პაციენტი გვყავს ქვეყნის მასშტაბით, რეანიმაციაშია მოთავსებულია 115 პაციენტი და კრიტიკულ მდგომარეობაში 36 პაციენტი.

აქ ჩართულია ის ცენტრალური კლინიკური ჯგუფი, რომელიც კოვიდის დაწყებისთანავე მოქმედებს საქართველოს მასშტაბით. მათი კონტროლის და მონიტორინგის ქვეშ იმართება ყველა პაციენტი.

ამოქმედებული გვაქვს დამატებითი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს კლინიკურ კონსულტანტს. კლინიკური კონსულტანტები დაკონტაქტებულნი არიან კლინიკური ჯგუფების გუნდიდან. შესაბამისად, ამ პაციენტების მონიტორინგი ხდება საკმაოდ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა პროტოკოლის დაცვით.

საწოლფონდის მობილიზაცია ამ ეტაპისთვის კვლავ რჩება 3000 საწოლამდე, საიდანაც 1630 საწოლი არის დამატებული, 300-ზე ცოტა მეტი ადამიანი დაყოვნებულია, რომლებიც დიაგნოსტირებას ელოდებიან და ამის შემდეგ იქნებიან მიმართული კლინიკაში, საკარანტინე სასტუმროში თუ გადამისამართდებიან ბინაში სამკურნალოდ ოჯახის ექიმთან“, - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.