მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არ უნდა გავუკეთოთ პირბადე 2 წლამდე ასაკის ბავშვებს

კორონავირუსი, პირბადე, ბავშვი
1590467808
COVID-19

ორი წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა ეკეთოთ პირბადეები, რადგან მათ შეიძლება სუნთქვა გაუძნელდეთ, რაც გაგუდვის რისკს ზრდის. ამის შესახებ იაპონელი მედიკოსების ჯგუფმა განაცხადა, წერს სააგენტო როიტერი.

იაპონიის პრემიერ–მინისტრმა სინძო აბემ ორშაბათს გააუქმა საგანგებო მდგომარეობა ტოკიოსა და დანარჩენ ოთხ რაიონში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფექციების მაჩვენებელი დაეცა.

ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მთელ მსოფლიოში ჯანმრთელობის ექსპერტები ხალხს პირბადეების ტარების რეკომენდაციას უწევენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძნელია შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია.

იაპონიის პედიატრების ასოციაციამ მშობლები გააფრთხილა, რომ ჩვილებისთვის პირბადეები ძალიან სარისკოა.

”ჩვილებს ვიწრო სასუნთქი გზები აქვს და ამიტომ პირბადით სუნთქვა მათთვის ძალიან რთულია, რაც ზრდის გულის დატვირთვას“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

”მოდით შევაჩეროთ პირბადეების გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში”, - ნათქვამია ასოციაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

აქვე აღნშნულია, რომ ჯერჯერობით ბავშვებში ძალიან იშვიათია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრებში (CDC) და ამერიკის პედიატრიის აკადემიაში ასევე ამბობენ, რომ ორ წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა ეკეთოთ პირბადეები.