მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის დასრულდება პანდემია? - ექსპერტთა პროგნოზები და რეკომენდაციები

გამალეიას უნივერსიტეტი
1614864631
COVID-19

მთელი მსოფლიო დღეს ერთი დიდი პრობლემის წინაშე დგას, რასაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემია ჰქვია და რამაც სრულიად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება. ექსპერტები ჩვენთვის, ყველასათვის საინტერესო შეკითხვებს პასუხობენ და მოსალოდნელ ცვლილებებს პროგნოზირებენ. სტატია შედგენილია dw.com-ზე დაყრდნობით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ დანიურ მედიას განუცხადა, რომ პანდემია „რამდენიმე თვეში“ დასრულდება. ამ განცხადებამ, ცხადია, სრული ქაოსი და დისკუსია გამოიწვია როგორც ექსპერტებში, ისე მოსახლეობაში.

ამის შემდეგ, კლუგემ უარყო თავდაპირველი განცხადება და აღნიშნა, რომ 2022 წლის დასაწყისისთვის პანდემიას წარსულში დავტოვებთ.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასაწყისიდან მსოფლიოში 115 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანმოს ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ინფექციების საერთო რაოდენობა იკლებს და ეს ბევრად უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს.

იანვრის შუა რიცხვებში დღეში 700 ათასი ადამიანი ინფიცირდებოდა კორონავირუსით, ახლა ეს რაოდენობა განახევრებულია.

რატომ იკლებს ინფექციების რაოდენობა? - ექსპერტებს მრავალი მიზეზი მოჰყავთ. ცხადია, ეს არ ეხება ვაქცინაციას, ვინაიდან ჯერჯერობით მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია ვაქცინირებული. აშკარაა, რომ ეფექტური აღმოჩნდა ისეთი ზომები, როგორიცაა სოციალური დისტანციის დაცვა და ჰიგიენის წესები. ეს არის არგუმენტი „ლოქდაუნის“ ეტაპობრივი შერბილების სასარგებლოდ.

„სავარაუდოდ, კორონავირუსი დარჩება ჩვენთან, მაგრამ ის გამოიხატება ადგილობრივად და უფრო მსუბუქი ფორმით,“ - აღნიშნულს პროგნოზირებენ სხვადასხვა ექსპერტები.

რეკომენდაციის სახით კი, ექსპერტები მოგვიწოდებენ, დავიცვათ ბალანსი სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და რეგულაციების შემსუბუქებას შორის.

აგრეთვე დაინტერესდებით:

ევროპა რუსული კოვიდვაქცინის - „Sputnik V“ ოფიციალურ კვლევას იწყებს

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ ვალდებულებები სრულად შეასრულა“ - ჰანს კლუგე ვაქცინაზე

ცერცვაძე: ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ალბათ, უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის