მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი საქართველოში-ჯანდაცვის უწყების განცხადება

კოვიდ - 19
1584455992
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კომპანია "გილიადმა" შექმნა პრეპარატი, რომელიც ამ ეტაპზე კორონავირუსის წინააღმდეგ იტესტება.

მისი თქმით, საქართველოს "გილიადის" ხელმძღვანელობასთან ჰქონდა კომუნიკაცია და მათგან ელოდებიან დასტურს, რომ ეს მედიკამენტი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

რაც შეეხება ვაქცინას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მის შექმნასა და მოხმარებაში გაშვებას 1 წელზე მეტი სჭირდება.

"ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ვაქცინის მომზადებას და გამოცდას დიდი დრო სჭირდება, დაახლოებით 1 წელი, 18 თვე, იმისთვის, რომ ვაქცინა გაეშვას ჩვეულებრივ მოხმარებაში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა.