მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ჩატარდეს არჩევნები, ჯანდაცვის მინისტრი რეკომენდაციას ჯერ არ გასცემს

ეკატერინე ტიკარაძე შეხვედრაზე
1588682678
COVID-19

პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამ ეტაპზე რეკომენდაციას არ გასცემს.

"ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. არჩევნებამდე გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ ეფექტურად ვმართოთ ინფექციის გავრცელება, ასევე გვაქვს გარკვეული მოლოდინები, როგორი შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელება შემოდგომაზე. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ დაკვირვებას და გავცემთ რეკომენდაციებს, როგორც საჯარო სტრუქტურებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხდება ეკონომიკური სექტორის გაშლის დაგეგმარება. შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად სწავლობს თითოეულ გარემოს, სადაც ადამიანებს მოუწევთ მუშაობა. ასევე როდესაც დადგება დღის წესრიგში, განვიხილოთ, როგორ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები, მზად ვართ, კონსულტაცია გავუწიოთ", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.