მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ უნდა დარეგისტრირდეს სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის?

დაჯავშნე ვიზიტი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის
1615720091
COVID-19

ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.  COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ). ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

უწყების ცნობით, 14 მარტის მდგომარეობით სისტემაში ვიზიტი 1449 მედპერსონალმა დაჯავშნა:

„თუ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირი დამსაქმებელს რეგისტრირებული ჰყავს დასაქმებულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში და მას ბოლო 120 დღის მანძილზე არ უფიქსირდება კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი, მას შეუძლია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. დღეის მდგომარეობით სისტემაში ვიზიტი დაჯავშნილი აქვს 1449 მედპერსონალს.

ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება. აცრა ნებაყოფლობითია! COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!“ - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

რეგისტრაციის პორტალი: booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:fb.watch/4c2mI8hKtj/