მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული მეუფე იაკობის მდგომარეობა?

მეუფე ტაძრის ეზოში
1610099197
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებული ბოდბის ეპისკოპოსი მეუფე იაკობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს გასაწერად ამზადებენ.

„მეუფეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია. გასაწერად ვამზადებთ, თუმცა ეს დღეს არ მოხდება“, - აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ბოდბის მთავარეპისკოპოს მეუფე იაკობს კორონავირუსი 26 დეკემბერს დაუდასტურდა.

👉 ამ დროისთვის საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსზე განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგადაც გადაწყდება ჩაუტარდება თუ არა კვლევა თავად ილია მეორეს.