მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუხის კლინიკაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდი, კორონა
1606639889
COVID-19

რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში კორონავირუსის ინფექციით სამი პაციენტი გარდაიცვალა. 

მედიკოსების ინფორმაციით, სამივე მათგანი ასაკოვანია და მათ სხვადასხვა თანმხლები დაავადება ჰქონდათ.

ამ დროისთვის კლინიკაში 147 ინფიცირებული რჩება, მათგან 64-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დღეს, 29 ნოემბერს საქართველოში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 1 230 შემთხვევა გვაქვს.

📌 COVID 19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა, პანდემიად კი 11 მარტს გამოცხადდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ორთვიანი შეზღუდვები

ეპიდვითარება საქართველოში