მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსების მტკიცებით, მათი ვაქცინა 92%-ით ეფექტიანია

რუსეთი ვაქცინაზე
1605103395
COVID-19

რუსების მტკიცებით, მათ მიერ წარმოებული ვაქცინა 92%-ით ეფექტიანია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ფონდმა (RDIF) გამოაქვეყნა Sputnik V კორონავირუსის ვაქცინის მესამე ეტაპის საცდელი შუალედური შედეგები, რის მიხედვითაც ვაქცინის ეფექტურობა 92% იყო.

კვლევებში, ჯამში 40 ათასი ადამიანი მონაწილეობს.

RDIF–მა ხაზი გაუსვა, რომ Sputnik V–ით ვაქცინირებულებში გაუთვალისწინებელი გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა და მხოლოდ ხანმოკლე გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მიხეილ მურაშკომ აღნიშნა, რომ ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ Sputnik V არის კორონავირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება.

მინისტრის განცხადებით, ეს საშუალებას იძლევა რომ რუსეთში დაიწყოს მასობრივი ვაქცინაცია COVID 19–ის წინააღმდეგ.

🔊 COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.