მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამედიცინო პერსონალი, კორონავირუსი
1583952122
COVID-19

„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Covid-19-ის ვირუსით ინფიცირებულები რუსეთის მოქალაქეები არიან. 5 მათგანი მოსკოვში, ხოლო 3 - მოსკოვის ოლქში ცხოვრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, რვავე მათგანმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში იმოგზაურა.

ინფიცირებული 8 პაციენტიდან ერთ-ერთი მცირეწლოვანია. ექიმების განმარტებით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და ის, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დაავადების მატარებელია.

11 მარტის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაავადებული სულ 28 ადამიანია.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა გამოვლინდა. 24 დაინფიცირებულს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ვირუსი უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID - 19 პანდემიად გამოაცხადა.