მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-ს გადააჭარბა

რუსეთი კორონა
1586422465
COVID-19

რუსეთში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების ტემპი მატულობს. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 1459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ვირუსის გაჩენიდან დღემდე ყველაზე მეტია.

ამ დროისათვის რუსეთში ოფიციალური მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასურებული ინფიცირების 10 131 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 76 პაციენტი გარდაიცვალა. თუმცა პნევმონიით გარდაცვლილთა რიცხვის საეჭვო ზრდის გამო მედიკოსები ამ მონაცემებს ეჭვქვეს აყენებენ. კითხვებს აჩენს ისიც, რომ 1 მლნ ტესტიდან ვირუსი მხოლოდ 10.1 ათას ადამიანს დაუდგინდა, ანუ 1%-ზე ოდნავ მეტს, მაშინ როცა გერმანიაში ეს მაჩვენებელი 8.5%-ს, თურქეთში 15.3%-ს, იტალიაში 17.2%-ს და აშშ-ში 19.5%-ს, აღემატება.