მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 900 000-ს გადააჭარბა

რუსეთი კორონა
1597221937
COVID-19

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5102 ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა, რის შემდეგაც კოვიდინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 900 ათასს გადააჭარბა.

11 მარტს, როცა კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა, რუსეთში ოფიციალურად კორონავირუსის მხოლოდ 28 შემთხვევა ფიქსირდებოდა, გარდაცვლილთა გრაფა კი ცარიელი იყო. ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი მატება აპრილში დაიწყო და მაისის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში ყოველდღიურად ინფიცირების 10 000 ან უფრო მეტი შემთხვევა ვლინდებოდა და ზრდის ტემპით აშშ-ის შემდე მეორე ადგილს იკავებდა. მეორე ადგილზე იყო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობითაც, მოგვიანებით მას ჯერ ბრაზილიამ, ხოლო შემდეგ ინდოეთმა გაასწრო.

ოფიციალური მონაცემებით რუსეთში კორონავირუსს 15 260 ადამიანი შეეწირა. თუმცა არაოფიციალური მონაცემებით ეს რიცხვი გაცილებით მეტია, ეჭვს პნევმონიით გარდაცვლილთა რაოდენობის უეცარი მკვეთრი ზრდა ამყარებს.

რუსეთი აცხადებს, რომ მან პირველმა შექმნა კორონას ვაქცინა. იმის გათვალისწინებით რომ ვაქცინას შემოწმების მესამე ეტაპი სრულყოფილად არ გაუვლია, მედიკოსთა ნაწილი მას სკეპტიციზმით უყურებს.